საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ივნ 12
Youthtbilisi.ge და საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის გზამკვლევი

ვინ არის Youthtbilisi? 


Youthtbilisi.ge არის ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას ჩაერთო საგანმანათლებლო თუ რეკრეაციულ პროექტებში ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

პლატფორმა შექმნილია ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის" მიერ, რომლის მიზანიც დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მუნიციპალური სერვისების ეფექტური მიწოდებაა.

Youthtbilisi.ge არაერთ რესუსრს გთავაზობს, აქ შენ შეგიძლია გაეცნო ინფორმაციას ჩვენი ცენტრის მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროგრამების შესახებ და რაც მთავარია მოიძიო შენთვის საინტერესო ახალგაზრდული შესაძლებლობები ერთ სივრცეში. 

მარტივად რომ ვთქვათ, Youthtbilisi.ge ახალგაზრდა მოხალისეების ლინკდინია, ჩვენს პლატფორმაზე თავს იყრიან ორგანიზაციები და აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებში მონაწილის ან მოხალისეს ამპლუაში. 

საიტი ფუნქციონირებას სწორედ მასშტაბური საზაფხულო პროგრამებით იწყებს 

როგორ დავრეგისტრირდეთ საზაფხულო პროგრამებზე?


იმისათვის, რომ საზაფხულო პროგრამები 2024-ის ფარგლებში დაგეგმილ ლაშქრობებს, საზაფხულო ბანაკებს, ჩოგბურთისა და კარტინგის აქტივობებს შემოუერთდე, საჭიროა შექმნა შენი პროფილი Youthtbilisi-ს ახალგაზრდულ სივრცეში.
 

1. ამისათვის აირჩიე ღილაკი "რეგისტრაცია" და მონიშნე ოფცია "ფიზიკური პირი“

2. შეავსე პერსონალური ინფორმაცია და არ დაგავიწყდეს გაეცნო წესებსა და პირობებს.

3. მითითებების მიხედვით შექმენი შენი პროფილის პაროლი და დააჭირე ღილაკს “შემდეგ”

4. მალევე ჩვენგან ელ-ფოსტის შეტყობინებას მიიღებ, შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე დაკლიკებით, შენ დაადასტურებ შენს ელექრონულ მისამართს და უკვე მზად იქნები შეხვიდე შენს პირად გვერდზე.

5. იუზთბილისის საიტზე დაბრუნებისას უკვე შეგიძლია მითითებული ელ-ფოსტითა და პაროლით შეხვიდე შენს პირად პროფილზე.

6. ავტორიზაციის შემდეგ დაინახავ ფანჯარას “პროფილის შევსება”, აქ უკვე შეგიძლია მოგვიყვე შენს შესახებ, გაგვიზიარო შენი ინტერესები, განათლება, ბოლოს კი გვიამბო ერთ-ერთი პროექტის, ტრენინგ-კურსის ან სტაჟირების შესახებ რომლის მონაწილეც იყავი

რაც უფრო სავსე და ინფორმატიული პროფილი გექნება, მით მეტია შანსი გაზარდო შენი ხილვადობა და მოხვდე სხვადასხვა ორგანიზაციის გამოქვეყნებულ აქტივობებში.

პროფილის შევსების შემდეგ უკვე მზად იქნები გამოგვიგზავნო მოთხოვნა შენთვის სასურველ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

7. ამისათვის გადადი გვერდზე “პროექტები”, აირჩიე სასურველი აქტივობა და უბრალო დააჭირე ღილაკს “დარეგისტრირდი მონაწილედ”

8. პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებ ელ-ფოსტის მეშვეობით.

სულ ესაა, ამით აქტივობაზე რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია, ჩვენ კი გელოდებით საზაფხულო პროგრამებზე !

 

არ გამოტოვოთ სიახლე
გამოიწერე Newsteller

ასევე იხილეთ

23 მაი 2024

ერთად მწვანე მომავლისთვის

დედამიწის დღე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა

23 მაი 2024

საჯომარდო ტურები

საზაფხულო პროგრამების ფარგლებში საჯომარდო ტურებით სრულიად უსასყიდლოდ 1000 -მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.

23 მაი 2024

საზაფხულო პროგრამები 2023

"საზაფხულო პროგრამები 2023“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 4000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

12 ივნ 2024

"საზაფხულო პროგრამები 2024" იწყება!

ქალაქ თბილისის მერია ა(ა)იპ "სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად მასშტაბურ საზაფხულო პროგრამებს აანონსებს.

11 ივლ 2024

ევროპის სპორტის ქალაქი 2025 - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.