ვინ ვართ ჩვენ

TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წლიდან ქმნის შესაძლებლობებს დედაქალაქში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის. ცენტრის მიზანია ბენეფიციარებისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მუნიციპალური სერვისების ეფექტური მიწოდება. youthtbilisi.ge ცენტრის ოფიციალური ვებ-საიტია, რომელიც აერთიანებს თბილისში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ინფორმაციას მათი პროექტების შესახებ და შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის მარტივად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში. საიტზე აღმოაჩენთ აქტიური ახალგაზრდების პროფილებს და შეძლებთ თავადაც შემოუერთდეთ სიახლეების მაძიებლების, TSYC-ს მოხალისეების რიგებს.

ჩვენი მისია

ახალგაზრდების მხარდაჭერა
ახალგაზრდების მხარდაჭერა
უნარების რეალიზება
უნარების რეალიზება
პოტენციალის წახალისება
პოტენციალის წახალისება

ცენტრის მიზნები

  • მუნიციპალურ ახალგაზრდულ პროგრამებთან წვდომის ხელშეწყობა
  • არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა
  • ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა
  • ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება
  • ახალგაზრდულ სფეროში პოზიტიური სარგებლიანობის გაძლიერება

ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი

ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ "სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ყოველთვიურად ფონიჭალაში მცხოვრებ 250-მდე ახალგაზრდას სთავაზობს სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო წრეებსა და აქტივობებს. ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს და მას შემდეგ 2000-ზე მეტ ბენეფიციარს უმასპინძლა. ცენტრის სერვისებით სარგებლობა უფასოა ფონიჭალაში მცხოვრები 6-29 წლის ახალგაზრდებისათვის, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შემდეგ საგანმანათლებლო/შემოქმედებით წრეებში: ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, ჰიპ-ჰოპი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ქსოვა, თექა, კერვა, ქარგვა, ხელნაკეთი ნივთები, კლასიკური გიტარა. კურსებში აქტიურად ერთვებიან მოხალისე მასწავლებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

არაფორმალური განათლების პროგრამა

ცენტრის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები და პროექტები ახალგაზრდებში ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას ემსახურება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების განვითარებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნვა, ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა და თანატოლგანმანათლებლის (ახალგაზრდები-ახალგაზრდებისთვის) როლის გაძლიერება, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაყრდნობით ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ცოდნის დონის ამაღლება.

გვიპოვე რუკაზე

თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ტელეფონი: +32 2 292 02 49იმეილი: [email protected]