საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ივნ 12
"საზაფხულო პროგრამები 2024" იწყება!
ქალაქ თბილისის მერია ა(ა)იპ "სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად მასშტაბურ საზაფხულო პროგრამებს აანონსებს

ქ. თბილისის მერია "TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად  იწყებს მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა უკვე მესამე წელია ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ მრავალფეროვან სპორტულ-რეკრეაციულ აქტივობებში. მონაწილეობისათვის საკმარისია პირი იყოს თბილისში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდა და სრულყოფილად გაიაროს სარეგისტრაციო პროცესი. 

ყოველ წელს პროექტი სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებდა, ბენეფიციართა უკუკავშირისა და თითოეულ აქტივობაზე არსებული მოთხოვნის მიხედვით იცვლება შემდეგი წლის პროგრამა.

2024 წელს თბილისის მერია ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შესთავაზებს: 

მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, კვება, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება და ქალაქგარე აქტივობებისათვის ტრანსპორტირება.

#საზაფხულოპროგრამები2024-ის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად გაიხსნება, TSYC-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე კი რეგისტრაცია ხვალიდან, 17 ივნისის 15:00 საათიდან 7 ივლისის 23:59 საათამდე შუალედში წარიმართება.

სასურველ აქტივობაში ჩართვისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და შექმნათ პირადი პროფილი ვებ-საიტზე youthtbilisi.ge. პროფილის სრულყოფის შემდეგ კი გვერდზე სახელწოდებით "პროექტები" შეარჩიოთ სასურველი აქტივობა, გაეცნოთ დეტალებს და გააგზავნოთ მონაწილეობის მოთხოვნა ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.

პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, რეგისტრირებული ახალგაზრდები ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით. რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს სერვისით სარგებლობის თარიღს. 

დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვიწვევთ #საზაფხულოპროგრამების ფეისბუქ ჯგუფში ბმულზე:  თბილისის მერიის "საზაფხულო პროგრამა" | Facebook

 

არ გამოტოვოთ სიახლე
გამოიწერე Newsteller

ასევე იხილეთ

23 მაი 2024

ერთად მწვანე მომავლისთვის

დედამიწის დღე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა

23 მაი 2024

საჯომარდო ტურები

საზაფხულო პროგრამების ფარგლებში საჯომარდო ტურებით სრულიად უსასყიდლოდ 1000 -მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.

23 მაი 2024

საზაფხულო პროგრამები 2023

"საზაფხულო პროგრამები 2023“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 4000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

12 ივნ 2024

Youthtbilisi.ge და საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის გზამკვლევი

თუ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას გეგმავ, გაეცანი გზამკვლევს სარეგისტრაციო პროცესის შესახებ.

11 ივლ 2024

ევროპის სპორტის ქალაქი 2025 - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.