ივნ 12
"საზაფხულო პროგრამები 2024" იწყება!
ქ. თბილისის მერია "TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად იწყებს მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით.
პროგრამა უკვე მესამე წელია ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ მრავალფეროვან სპორტულ-რეკრეაციულ აქტივობებში. მონაწილეობისათვის საკმარისია პირი იყოს თბილისში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდა და სრულყოფილად გაიაროს სარეგისტრაციო პროცესი.
ყოველ წელს პროექტი სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებდა, ბენეფიციართა უკუკავშირისა და თითოეულ აქტივობაზე არსებული მოთხოვნის მიხედვით იცვლება შემდეგი წლის პროგრამა.
2024 წელს თბილისის მერია ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შესთავაზებს:
- კარტინგი (20 ივნისი - 20 ივლისი)
- ჩოგბურთი (20 ივნისი - 20 ივლისი)
- ლაშქრობები თბილისის გარშემო (20 ივნისი - 30 სექტემბერი)
- ახალგაზრდული ბანაკები: ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი (30 აგვისტო - 3 სექტემბერი) და ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი (3 - 7 სექტემბერი)
მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, კვება, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება და ქალაქგარე აქტივობებისათვის ტრანსპორტირება.
#საზაფხულოპროგრამები2024-ის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად გაიხსნება, TSYC-ს მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე კი რეგისტრაცია ხვალიდან, 17 ივნისის 15:00 საათიდან 7 ივლისის 23:59 საათამდე შუალედში წარიმართება.
სასურველ აქტივობაში ჩართვისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და შექმნათ პირადი პროფილი ვებ-საიტზე youthtbilisi.ge. პროფილის სრულყოფის შემდეგ კი გვერდზე სახელწოდებით "პროექტები" შეარჩიოთ სასურველი აქტივობა, გაეცნოთ დეტალებს და გააგზავნოთ მონაწილეობის მოთხოვნა ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.
პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, რეგისტრირებული ახალგაზრდები ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით. რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს სერვისით სარგებლობის თარიღს.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვიწვევთ #საზაფხულოპროგრამების ფეისბუქ ჯგუფში ბმულზე: თბილისის მერიის "საზაფხულო პროგრამა" | Facebook
ასევე იხილეთ
23 მაი 2024
ერთად მწვანე მომავლისთვის
დედამიწის დღე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა
23 მაი 2024
საჯომარდო ტურები
საზაფხულო პროგრამების ფარგლებში საჯომარდო ტურებით სრულიად უსასყიდლოდ 1000 -მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.
23 მაი 2024
საზაფხულო პროგრამები 2023
"საზაფხულო პროგრამები 2023“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 4000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
12 ივნ 2024
Youthtbilisi.ge და საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის გზამკვლევი
თუ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას გეგმავ, გაეცანი გზამკვლევს სარეგისტრაციო პროცესის შესახებ.
11 ივლ 2024
ევროპის სპორტის ქალაქი 2025 - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა
2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.