საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპული ახალგაზრდული ბარათი

ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი არის ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის წევრი ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც თბილისის მერიას აქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა ევროპის ახალგაზრდული ბარათის სერვისში ჩართოს ქართველი ახალგაზრდები.

European Youth Card Association-ის მისიაა ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი მობილობის, სოციალური, კულტურული, განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ის აერთიანებს ევროპის 30  ქვეყნის 7 მილიონამდე ახალგაზრდას, რომლებიც სარგებლობენ 60 000-მდე ფასდაკლების სერვისით ტურიზმის, განათლების, კულტურის, კვებისა და მომსახურების სხვადასხვა სფეროში.

 

გადმოწერე Youthcard-ის აპლიკაცია
გალერია