Jun 11
Summer Programs 2024
Tbilisi City Hall with "Sports and Youth Center" announces wide-reaching summer programs

ქ. თბილისის მერია "TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად  იწყებს მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა უკვე მესამე წელია ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ მრავალფეროვან სპორტულ-რეკრეაციულ აქტივობებში. მონაწილეობისათვის საკმარისია პირი იყოს თბილისში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდა და სრულყოფილად გაიაროს სარეგისტრაციო პროცესი. 

ყოველ წელს პროექტი სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებდა, ბენეფიციართა უკუკავშირისა და თითოეულ აქტივობაზე არსებული მოთხოვნის მიხედვით იცვლება შემდეგი წლის პროგრამა.

2024 წელს თბილისის მერია ახალგაზრდებს უსასყიდლოდ შესთავაზებს: 

  • კარტინგი (20 ივნისი - 20 ივლისი)
  • ჩოგბურთი (20 ივნისი - 20 ივლისი)
  • ლაშქრობები თბილისის გარშემო (20 ივნისი - 30 სექტემბერი)
  • ახალგაზრდული ბანაკები: ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი (30 აგვისტო - 3 სექტემბერი) და ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი (3 - 7 სექტემბერი)

მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, კვება, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება და ქალაქგარე აქტივობებისათვის ტრანსპორტირება.

პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება TSYC-ის პლატფორმაზე Yotuhtbilisi.ge, 13 ივნისის 10:00 საათიდან 30 ივნისის 23:59 საათამდე. 

სასურველ აქტივობაში ჩართვისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და შექმნათ პირადი პროფილი ამავე საიტზე. პროფილის სრულყოფის შემდეგ კი გვერდზე სახელწოდებით "პროექტები" შეარჩიოთ სასურველი აქტივობა, გაეცნოთ დეტალებს და გააგზავნოთ მონაწილეობის მოთხოვნა ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.

პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, რეგისტრირებული ახალგაზრდები ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით. რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს სერვისით სარგებლობის თარიღს. 

დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ასევე ვიწვევთ #საზაფხულოპროგრამების ფეისბუქ ჯგუფში 

 

don’t miss news
Subscribe to the Newsteller

see also

23 May 2024

Together for the Green Future

Tbilisi Sports and Youth Center celebrated Earth Day together with young people who care about the environment.

23 May 2024

Rafting Tours

Within the summer programs, about 1000 young people participated in the rafting tours completely free of charge.

23 May 2024

Summer Programs

About 4000 young people participated in the activities planned within the "Summer Programs 2023".

12 Jun 2024

Youthtbilisi.ge and Registration Guide for Summer Programs

If you are planning to register for summer programs, check out our guide to the registration process.

11 Jul 2024

en_„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.