
თებ 20
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი "სამაგიდო თამაშების სკოლა"
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
"თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მიერ 2026 წლის 20-24 თებერვალს, დაგეგმილია სამაგიდო თამაშების ზამთრის ახალგაზრდული სკოლა, რომლის მიზანია "ბორდგეიმების“ შექმნით დაინტერესებული 18-29 წლის ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერება და ქალაქ თბილისის შესახებ საინფორმაციო და შემეცნებითი სამაგიდო თამაშის პროტოტიპის მომზადება.
სამაგიდო თამაშების ზამთრის ახალგაზრდული სკოლის ფარგლებში, "ბორდგეიმების“ შექმნით დაინტერესებული ახალგაზრდები, გამოცდილ მენტორებთან ერთად, შეიმუშავებენ თამაშის კონცეფციას, შინაარსობრივ ნაწილს, გამოსაყენებელ მექანიკებსა და კრიტერიუმებს. საბოლოოდ, მცირე გუნდებად დაყოფილი მონაწილეები შექმნიან თბილისის თემატიკასთან დაკავშირებულ სამაგიდო თამაშის პროტოტიპს და ჩაატარებენ საცდელ ტესტგეიმს.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მსურველები 2026 წლის 10 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენYouthtbilisi.ge-ზე(ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით) და გადმოაგზავნონ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/K1kKt584Jr4wnpz87 .
მეორე ეტაპზე გადასული ახალგაზრდები კი მიიღებენ შეტყობინებას გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით 15 თებერვლამდე.
შერჩეულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელები თავად დაეკონტაქტებიან და მიაწვდიან ტექნიკურ ინფორმაციას ბანაკთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
ორგანიზაცის აქტივობები

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
ასევე იხილეთ
.webp)
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკი ლიდერობა და პროფორიენტაცია

"ხელოვნების ახალგაზრდული საერთაშორისო არტ-ბანაკი“

დებატების ზამთრის სკოლა 2026

WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა

გიორგი მაჩაბლის ფონდი

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში

საზაფხულო რობოტიკის ბანაკი 2026, ბაკურიანში

WEX Intertnational camp in Georgia

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

“მოხალისეობა და პროფორიენტაცია“ 2026
