image
image
აგვ 5
დასრულებული
WEX International camp in Georgia
image
ა(ა)იპ მზაგზა
5 პროექტი
ორგანიზაციის ვებგვერდი
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
5 აგვისტო
08:00:00 - 23:00:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ბაკურიანი
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
8 დრო (საათი)

WEX International Camp საერთაშორისო ბანაკი საქართველოში

ახალი საზაფხულო თავგადასავალი იწყება აქ! <3

თუ გინდა, რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში, მთელი დღე კომუნიკაცია გქონდეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მიიღო დამოუკიდებელი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, შეიძინო ახალი მეგობრები და დააგროვო დაუვიწყარი მოგონებები! --- WEX International Camp -ში უნდა მოხვიდე <3

WEX არის საერთაშორისო ინგლისურენოვანი ბანაკი საქართველოში, სადაც ბანაკელები შეისწავლიან:

* უცხო ენებს;

* განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს;

* ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში;

* იმუშავებენ მათთვის საინტერესო პროექტებზე;

* ბანაკის აქტივობები შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ და მონაწილეთა უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

* დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!

* ცხოვრება სასტუმროში "ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები!

* ბანაკელების ასაკი 13-დან 17 წლის ჩათვლით.

*სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

* ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს

პროგრამის ხანგრძლივობა: 8 დღე/7 ღამე

პროგრამის თარიღები: 5-12.08.2025;

ბავშვები იცხოვრებენ 2-3-4 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.

* აქტივობები ინგლისურ ენაზე მთელი დღის განმავლობაში;

* საკანცელარიო ნივთები;

* სპორტული ინვენტარი

* კვება: 3-ჯერადი. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს - დაბალანსებული მენიუ;

* ლაშქრობები;

*სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;

*დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე(ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);

*ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი

* მაისურები კომპანიის ლოგოთი;

* «WEX International camp »-ის სერთიფიკატი;

*«WEX International camp »-ის დიპლომები;

* «WEX International camp »-ის მედლები;

* აქტივობები და ფაკულტატურები:

* პროფესიული მასტერკლასები;

* ფსიქოლოგის საათი

* შშმ პირებთან ქცევის ეტიკეტი

* ბრაილის შრიფტი

ექსკურსიების ჩამონათვალი:

* რაბათის ციხე (IX საუკუნე)

* მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე)

* ბორჯომის პარკი

ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დღის განრიგი:

08:00 – გაღვიძება;

08:30 - დილის ვარჯიში;

09:00 - საუზმე;

09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი);

10:30 - შესვენება;

10:45 – მეორე მეცადინეობა (საგნობრივი დისციპლინები);

11:45 -შესვენება;

12:00 - ფაკულტატურები;

14:00 - სადილი;

14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები);

‍️15:30 - ინტელექტუალური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები;

16:30 - თამაშები;

18:30 - თავისუფალი დრო

19:30 - ვახშამი;

20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;

21:00 - ფილმის ჩვენება;

22:30 - ძილი;

რეგისტრაცია:

16 წლიდან ახალგაზრდები რეგისტრირდებიან საიტის საშუალებით.

16 წლამდე ასაკის მოზარდების დარეგისტრირებისთვის საჭიროა მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე[email protected] მონაწილისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოგზავნა და სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScvgcUETfaS7qGHHoehq85duh3h69prBismGyY6J7OX3tWbUQ/viewform?usp=dialog

წარმატებებს გისურვებთ!

პროექტზე პასუხისმგებელი პირი:
მარინე მიქაძე
ტელეფონი:
574404089
იმეილი:
[email protected]
ვიდეო გალერეა
image
WEX International camp in Georgia
ნახვა
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ივნისი, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები
image
დასრულებული
image
WEX International camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
მაშ ასე ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ თუ გინდა რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში მთელი…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
საერთაშორისო ინგლისურენოვანი ტრენინგსკოლა ბაკურიანში8 დღე მხოლოდ ინგლისურადზამთრის ტრენინგსკოლა გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რ…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
მაშ ასე ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ თუ გინდა რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში მთელი…
ბაკურიანი

ასევე იხილეთ

image
დასრულებული
image
საზაფხულო რობოტიკის ბანაკი 2026, ბაკურიანში
Საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაცია
რობოტიკის საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში რეგისტრაცია 1415 წლის მოსწავლეებისთვის httpsformsgleuaziyT9oJmdhVt1R8 ხოლო რეგისტრაცია 1617 წლის მოსწავლეებისთვი…
ბაკურიანი, სასტუმრო 1700
image
დასრულებული
image
"სამყარო ჩემი ობიექტივიდან"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით TSYC აცხადებს ფოტოკონკურსს სამყარო ჩემი ობიექტივიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ეძღვნება ახალგა…
თბილისი
image
დასრულებული
image
პადელი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2025ის ფარგლებში პადელით 800ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა…
თბილისი
image
დასრულებული
image
"Find Yourself in Volunteering - იპოვე შენი თავი მოხალისეობაში"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თუ გსურს გაიგო მეტი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ არ გამოტოვო შესაძლებლობა ჩაერთო TSYCის Find Yourself in Volunteeringში თბილისის სპორტისა და ახა…
თბილისის
image
დასრულებული
image
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის 23 თებერვლიდან 26 თებერვლის შუალედში ჩატარდება ზამთრის ახალგაზრდუ…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
კარპეტერია
პროექტი წარმოადგენს 1 დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიას რომელიც გაიმართება ყოველ შაბათკვირას 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 1000 საათიდ…
გოძიაშვილის III შესახვევი, 0159 თბილისი
image
დასრულებული
image
დებატების საზაფხულო სკოლა 2026
დემოკრატიის ახალგაზრდული აკადემია
დებატების საზაფხულო სკოლა 2026 გულისხმობს ინიციატივას რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ტრენინგ სესიებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე გაიუმჯობეს…
სასტუმრო-კომპლექსი საგულე რეზორტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვიშხეთი
image
დასრულებული
image
ზამთრის ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP
ნეოთაობა
GLOBAL LEADERSHIP CAMP ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ზამთრის ინგლისურენოვანი ბანაკი 1417 წლის მოზარდებისთვის რომელიც ჩატარდება 2026 წლის 1520 ი…
Grand Noel Hotel Bakurani
image
დასრულებული
image
"წარდგენის ხელოვნება და პრეზენტაციის ტექნიკები"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში 2026 წლის 24 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით ყოველ პარასკევს განახორ…
თბილისი
image
დასრულებული
image
ახალგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი
ახალგაზრდების ჰარმონიული განათლება
2026 წლის 1015 აგვისტოს 14 დან 18 წლამდე თბილისელი ახალგაზრდებისთვის დაბა ცემში გაიმართება ახლგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი რომელიც ორგანიზებულია…
სოფელი ცემი, ბორჯომის რაიონი, საქართველო.
image
დასრულებული
image
შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ საინფორმაციო შეხვედრების სერიას შესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტები მეორე შეხვედრა…
თბილისი
image
დასრულებული
image
ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობა"
კულტურის და განათლების ფონდი
კინოფესტივალი თაობა აცხადებს 15დან 21 წლამდე ასაკის მონაწილეების ჟიურის წევრები რეგისტრაციასთაობას მეშვიდე გამოშვება 2024 წლის 20დან 26 სექტემბრის ჩათ…
ქუთაისი