.webp)
ივნ 30
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
აღმოაჩინეთ თბილისთან ახლოს მდებარე ლანდშაპტები “საზაფხულო პროგრამები 2025-ის” ფარგლებში.
ლაშქრობები თბილისის გარშემო 5 ორდღიანი და 4 ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკის სახით ჩატარდება, თითოეულ ლაშქრობაზე 25 ახალგაზრდა ჩაერთვება, ჯამში კი პროგრამით ასობით ახალგაზრდა ისარგებლებს.
მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება, ტრანსპორტირება და კვალიფიციური ინსტრუქტორის მომსახურება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 29 ივნისის 23:59 საათია, რეგისტრირებული მონაწილეები სერვისით სარგებლობას ეტაპობრივად, 30 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში შეძლებენ.
რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს პროგრამით სარგებლობის თარიღს.
მონაწილეობისათვის საჭიროა პირადი პროფილის შექმნა ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობაზე რეგისტრაცია ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით. პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტის მეშვეობით.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
აქტივობა ხორციელდება “საზაფხულო პროგრამები 2025-ის” ფარგლებში.
საზაფხულო პროგრამები თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით ყოველ ზაფხულს ტარდება და ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ სპორტულ რეკრეაციულ აქტივობებში.
ორგანიზაცის აქტივობები

ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო 2026"
ასევე იხილეთ

რობოტიკის ზამთრის ბანაკი

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

WEX International camp in Georgia

AI წიგნიერების სკოლა

დებატების ზამთრის სკოლა 2026

გარისობა / გადარჩენის ხელოვნება

ბოულინგი

გიორგი მაჩაბლის ფონდი

პადელი
.webp)
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026

