.webp)
თებ 15
სსპმ - საჯარო მმართველობის სკოლა
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
პროექტი "სსპმ – საჯარო მმართველობის სკოლა“ არის 5-დღიანი ინტენსიური არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ტარდება დაბა ბაკურიანში და განკუთვნილია 45 მოტივირებული ახალგაზრდა მონაწილისთვის თბილისიდან. სკოლის მიზანია ახალგაზრდებში საჯარო მმართველობის ძირითადი პრინციპების, სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესების და დემოკრატიული ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება.
პროგრამა ეფუძნება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას და აერთიანებს ინტერაქციულ სესიებს, საჯარო გამოსვლის ვორქშოფებს, მოდელირებას სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზე, გუნდურ საქმიანობასა და კულტურულ-შემეცნებით აქტივობებს. მონაწილეები სამომავლო ლიდერობისთვის საჭირო უნარებს განივითარებენ რეალურ პრობლემებზე მუშაობით, დისკუსიებით და დილემებზე დაფუძნებული სწავლებით.
პროექტის საბანაკე ნაწილის განხორციელების ვადებად მოიაზრება თებერვლის მე-2, მე-3, კვირები (15-20 თებერვალი). მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის დასაწყისი განისაზღვრება მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან. სააპლიკაციო ფორმა განთავსებული იქნება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://youthtbilisi.ge/).
პროექტი უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჰოლისტურ განვითარებას: ისინი გაიღრმავებენ ცოდნას სახელმწიფო მმართველობის სფეროში, გაიუმჯობესებენ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს, ხოლო მოწვეული ტრენერები მათ გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
"სსპმ – საჯარო მმართველობის სკოლა“ ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის უკეთ გააზრებასა და მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებას, რომლებიც აქტიურად შეიტანენ წვლილს ქვეყნის განვითარებაში.
ორგანიზაცის აქტივობები
ასევე იხილეთ

შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები

,,აღმოაჩინე შენი გზა''

კომიქსების დიზაინის კონკურსი "მეგობრობა ევროპაში"

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა
.webp)
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ

"ჩემი თაობის უხილავი გმირი"

შემეცნებითი ბანაკი "გზა წარმოსახვიდან- შემოქმედებამდე"

ახალგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი
.webp)
"Find Yourself in Volunteering - იპოვე შენი თავი მოხალისეობაში"

"English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი"
