საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროდესკი

Eurodesk არის ევროპული ახალგაზრდული საინფორმაციო ქსელი, რომელიც შეიქმნა 1990 წელს, როგორც Erasmus+ - ის მხარდამჭერი ორგანიზაცია, Eurodesk ხდის ინფორმაციას სასწავლო მობილობის შესახებ ყოვლისმომცველს და ხელმისაწვდომს ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული მუშაკებისთვის და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

Eurodesk 39 ცენტრის ქსელით, დაკავშირებულია ადგილობრივ ინფორმაციის მიმწოდებლებთან ევროპის 37 ქვეყანაში, ევროდესკი ამაღლებს ცნობიერებას ევროპული შესაძლებლობების შესახებ და ეხმარება ახალგაზრდებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები. Eurodesk აერთიანებს 3000-ზე მეტ ეგრეთ წოდებულმულტიპლაიერს და ელჩს“, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონულ ან ადგილობრივ ორგანიზაციებს, მუშაობენ ახალგაზრდებთან და აწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას მობილობის შესაძლებლობებზე, რომლებსაც სთავაზობს Erasmus+ პროგრამა და ევროკავშირის სხვა პროგრამებიბოლო 30 წლის განმავლობაში Eurodesk გახდა ევროპული პოლიტიკის, მობილობის შესახებ ინფორმაციისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ინფორმაციის ძირითადი წყარო განათლების, პროფესიული ტრენინგების, სტაჟირებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების მიმართულებით.

2021 წლის 30 აპრილს საქართველო გახდა Eurodesk - ის წევრი ქვეყანა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2021 წლიდან კოორდინირებას უწევს საქართველოში Eurodesk -თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთანმჭიდრო თანამშრომლობით.

გადმოწერე Youthcard-ის აპლიკაცია
გალერია