
თებ 23
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა"
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
ახალგაზრდებში საჯაროდ გამოსვლის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის 23 თებერვლიდან 26 თებერვლის შუალედში ჩატარდება ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა," რომელიც აქტიურ ახალგაზრდებს გააერთიანებს.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან შემდეგ თემებს:
ეფექტური საჯარო გამოსვლის მნიშვნელობა;
საჯარო გამოსვლის სტრუქტურა;
ორატორული ხელოვნება და საჯარო გამოსვლის ოსტატები;
ემოციების მართვა და დარწმუნების ტექნიკები;
აუდიტორიის შესწავლის მეთოდები;
აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირება;
სხეულის ენა და წარმატებული საჯარო გამოსვლა;
მოსმენის ხელოვნება და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა;
წარმატებული პრეზენტაციის კრიტერიუმები.
ბანაკში ჩართვა შესაძლებელია 18-25 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს ორ კომპონენტს:
1. რეგისტრაცია - პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნა ვებ-საიტის Youthtbilisi.ge-ს მეშვეობით (ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით).
2. სამოტივაციო წერილი - მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ კანდიდატებმა 1 თებერვლის 23:59 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი 200 სიტყვის მოცულობით ელ-ფოსტაზე: [email protected] (Subject line: სახელი გვარი ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "საჯარო გამოსვლა" )
აქტივობაში ჩართვის მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის მეშვეობით 10 თებერვლამდე მიიღებენ. შერჩეულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელები თავად დაეკონტაქტებიან და მიაწვდიან ტექნიკურ ინფორმაციას ბანაკთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
ორგანიზაცის აქტივობები

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
ასევე იხილეთ
.webp)
ციფრული საზაფხულო ბანაკი
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

ზამთრის კინობანაკი

გარისობა 2026

WEX Intertnational camp in Georgia

საზაფხულო ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP

“მოხალისეობა და პროფორიენტაცია“ 2026

,,აღმოაჩინე შენი გზა''

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

ზამთრის STEAM ბანაკი
