image
image
Jun 13
finished
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026
image
SpeakUp Education
1 Project
organization website
where and when?
date of performing
13 June
09:00:00 - 23:00:00
see more
location
ცემი, მთის კურორტი "განთიადი"
find us
about activity
84 hour

სფიქაფის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში 2026

 

საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი SpeakUp English Camp შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა რეალურ, უცხოენოვან გარემოში გააუმჯობესონ, სრულად წარმოაჩინონ

 

საკუთარი ცოდნა და საბოლოოდ გადალახონ საუბრის ბარიერი.

7-დღიანი ინტენსიური, სახალისო და ინტერაქციული ვორქშოფების მეშვეობით მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი კომუნიკატორები.

 

რა არის საზაფხულო ბანაკის მიზანი?

 

სფიქაფის საზაფხულო ბანაკის მიზანი არამხოლოდ ენობრივი განვითარება არის, არამედ ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს არსებული (უკვე მოძველებული) საგანმანათლებლო სისტემა — საჯარო თუ კერძო სკოლაში.

ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე.

 

მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მონაწილეები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მმართველობით და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად შერჩევაში, მომავალში დასაქმების ბაზარზე წარმატებით შესვლასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

 

ვისთვის არის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი?

 

საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია შეუძლიათ 14-17 წლის მოზარდებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე (A2-B1) და მზად არიან ბანაკის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის ზუსტი დონის განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფში გადანაწილება, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

 

ბანაკში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — პროგრამა გათვლილია მაქსიმუმ 80-100 სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

 

რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?

 

პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე — თითოეული დღე დეტალურად, სტრუქტურულად და მიზნობრივად არის დაგეგმილი, კონკრეტული სასწავლო და განვითარების ამოცანებით. პროგრამა აგებულია ისე, რომ ყოველ დღეს ჰქონდეს საკუთარი თემა, ფოკუსი და შედეგი, რაც მონაწილეებს ეტაპობრივად მიიყვანს უფრო მაღალ ენობრივ და პიროვნულ დონემდე.

 

ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილების გარდა, დღის განრიგი დატვირთულია მრავალფეროვანი და დინამიკური აქტივობებით: ენერჯაიზერები და აისბრეიკერები, თემატური დისკუსიები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციური ქეისები, გუნდური გამოწვევები, პროექტებზე მუშაობა, კრეატიული პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება და შემდგომი ანალიზი, საჯარო გამოსვლების პრაქტიკა, ვიქტორინები, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

 

მონაწილეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდებში, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ გამოყენებას — მონაწილეები ყოველდღიურად გამოიყენებენ ინგლისურ ენას რეალურ და ინტერაქციულ გარემოში.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია მრავალფეროვანი, ინტერაქციული ტრენინგები და ვორქშოფები სრულად ინგლისურ ენაზე, რომლებიც მოიცავს დებატებს, ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, კრეატიულ პროექტებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ გაიუმჯობესოს ენობრივი უნარები, არამედ შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მომავალში წარმატებული და თავდაჯერებული ლიდერის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განმავლობაში ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას, სამუშაო რვეულებს, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობასა და დამატებით საგანმანათლებლო მასალებს, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს ხარისხიანი, სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება.

 

რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?

 

ბანაკში მონაწილეობისათვის მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმელი, გათვლილი 7-დღიან ვიზიტზე და ამინდის პირობებზე. ივნისში მთის კურორტ განთიადში, საღამოს საკმაოდ გრილა. აუცილებელია თბილი ტანსაცმელიც.

 

მონაწილემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.

 

 

როგორია ბანაკში კვება?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია სამჯერადი ჯანსაღი კვება, რომელიც მზადდება ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად. მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, რძის ნაწარმი, თევზი და სხვა სასარგებლო პროდუქტები, ასევე ნატურალური წვენები. კვების სისტემა შემუშავებულია ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს ბავშვების კვებით საჭიროებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას

 

რამდენად უსაფრთხოა ბანაკის გარემო?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია მაქსიმალურად უსაფრთხო, შემოსაზღვრული და კონტროლირებადი გარემო. მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში ჰყავთ პასუხისმგებელი მეთვალყურეები.

 

ბანაკში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. მთელი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კვალიფიცირებული სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც მზად იქნება სწრაფი და უსაფრთხო დახმარება გაუწიოს ბანაკის მონაწილეებს.

ბანაკის ტერიტორია დაცულია და ყველა აქტივობა მიმდინარეობს კონტროლირებად სივრცეში, რაც უზრუნველყოფს რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ.

 

ჩვენი გუნდის პრიორიტეტი თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

 

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://speakup.ge/english-camp-2026/

___

რეგისტრაციის სარეზერვო ბმული:

🔗 t.ly/QJEFk

 

 

 

 

Project responsible person:
სიმონ ორმოცაძე
Phone:
574744040
video gallery
image
ბანაკის პრომო ვიდეო
see_on_yt
Register
Notify the organizing organization that you wish to participate in the activity. Register as a participant or join the project's volunteer activities. By clicking on the appropriate button, your profile will be sent to the organization implementing the project. You can respond to your participation in the project and manage the current registration from your personal profile
deadline for registration of participants 8 June, 00:00
organization_activities
კომენტარები

see also

image
finished
image
ზამთრის კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით 2025 წლის 4დან 10 თებერვლამდე თბილისის მაცხოვრებელი 1722 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და განათლების ფონდისა და ააიპ ახა…
ბაკურიანი
image
finished
image
შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ საინფორმაციო შეხვედრების სერიას შესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტები მეორე შეხვედრა…
თბილისი
image
finished
image
ზამთრის ბანაკი
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
დავითიანნისა და სოციალური საწარმო კოდალას ერთობლივი პროექტის მოხალისეობა და პროფორიენტაცია გულისხმობს თემატურ შემოქმედებით ბანაკის მოწყობას მოსწავლეახ…
მანგლისი
image
finished
image
ხელოვნური ინტელექტის ბანაკი
რეედუქეითი განათლება
reeducate გიწვევს 5დღიან საგანმანათლებლო ბანაკში თელავში რომელიც ჩატარდება 37 ივლისს ბანაკის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულად ისწავლიან AI ინსტრუმ…
ქალაქი თელავი, უნივერსიტეტის ქუჩა N5ა
image
finished
image
გაიარე 100%-ით დაფინანსებული პრ-ის საფუძვლების კურსი ფოსტერ აკადემიაში.
ფოსტერ აკადემია
ფოსტერ აკადემია გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად დაფინანსებულ PR საფუძვლების სასწავლო კურსს ეს კურსი შექმნილია იმისთვის რომ მიიღოთ თეორიული ცო…
არჩილ სულაკაურის 3
image
finished
image
შემეცნებითი ბანაკი "გზა წარმოსახვიდან- შემოქმედებამდე"
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
ალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ქ თბილისის მერიის მხარდაჭერით შემოქმედებითი ნიჭის მქონე მოსწავლეახალგაზრდებისათვის აცხადებს შესარჩევ კონკურს კოდალას შრ…
დაბა ბაკურიანი
image
finished
image
ეთნო-სპორტის ბანაკი "ოქროს აკვანი 2026"
საქართველოს სპორტის ტრაციციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია
ააიპ საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაცია 2026 წლის 15დან 21 ივნისის ჩათვლით თბილისში მცხოვრები 18დან 22 წლამდე ასაკის ახ…
დუშეთის მუნიციპალიტეტი, ბაზალეთის ტბის პირას, სასტუმრო კომპლექს "ოქროს აკვანი"
image
finished
image
“მოხალისეობა და პროფორიენტაცია“ 2026
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
პროექტი მოხალისეობა და პროფორიენტაცია გულისხმობს თემატურ შემოქმედებით ბანაკის მოწყობას მოსწავლეახალგაზრდებისთვის ბანაკში მოსწავლეახალგაზრდები გაივლიან…
მანგლისი
image
finished
image
კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით 2024 წლის 1218 ივლისს თბილისის მაცხოვრებელი 1520 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და…
ბაკურიანი
image
finished
image
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
კარპეტერია
პროექტი წარმოადგენს 1 დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიას რომელიც გაიმართება ყოველ შაბათკვირას 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 1000 საათიდ…
თბილისი
image
finished
image
პადელი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2026ის ფარგლებში პადელით დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნება…
თბილისი
image
finished
image
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
საერთაშორისო ინგლისურენოვანი ტრენინგსკოლა ბაკურიანში8 დღე მხოლოდ ინგლისურადზამთრის ტრენინგსკოლა გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რ…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი