
May 6
"English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი"
where and when?
about activity
თუ გსურს გაიუმჯობესო ინგლისური ენის სასაუბრო უნარ-ჩვევები, არ გამოტოვო შესაძლებლობა ჩაერთო TSYC-ისEnglish Speaking Club-ში!
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტზე: "English Speaking Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი", რომელიც 18 მარტიდან 20 მაისის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათს 18:00 - 19:00 საათებში ჩატარდება.
კლუბის მიზანია უცხოელი მოხალისეების ჩართულობით დაეხმაროს ახალგაზრდებს სასაუბრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, შექმნას წამახალისებელი ატმოსფერო ინგლისური ენის პრაქტიკისათვის, პროცესში კი ხელი შეუწყოს მონაწილეთა შორის საინტერესო მსჯელობას სხვადასხვა საკითხის გარშემო.
- English Speaking Club - ში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისში მცხოვრებ18-25 წლის ახალგაზრდებს.
სასაუბრო კლუბს გაუძღვებიან Erasmus + პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოხალისეები.
- პროექტში მონაწილეობისათვის საჭირო ინგლისური ენისA2-B1 დონეზე ცოდნა;
- პროექტი18 მარტს 18:00 საათზე გაცნობითი სესიით დაიწყება;
- თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა1 საათი;
- შეხვედრები ჩატარდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში;
- კლუბში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ არაუგვიანეს15 მარტის 23:59 საათამდე.
გისურვებთ წარმატებებს! 🌟
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
see also

AI წიგნიერების სკოლა

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

ეთნო-სპორტის ბანაკი "ოქროს აკვანი 2026"

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"

WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა

გარისობა 2025

ხელოვნური ინტელექტის ბანაკი
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო 2026"
.webp)
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა

გაიარე 100%-ით დაფინანსებული პრ-ის საფუძვლების კურსი ფოსტერ აკადემიაში.
.webp)