
Jul 20
კარტინგი
where and when?
about activity
კარტინგის აქტივობა თბილისში “ლისი ლემანსში” რამდენიმე ნაკადად წარიმართება და ასობით ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას დაკავდეს არამხოლოდ კარტინგით, არამედ ბილიარდით, მაგიდის ჩოგბურთითა და ტირით.
აქტივობაში ჩართვა შესაძლებელია 18-29 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
კარტინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 ივლისის 23:59 საათია, რეგისტრირებული მონაწილეები სერვისით სარგებლობას ეტაპობრივად, 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00 - 21:00 საათების შუალედში შეძლებენ.
მონაწილეობისათვის საჭიროა პირადი პროფილის შექმნა ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge, პროფილის შევსება და აქტივობაზე რეგისტრაცია ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით. პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებთ ელ-ფოსტის მეშვეობით.
რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს პროგრამით სარგებლობის თარიღს.
რეგისტრაციის მოთხოვნის გამოგზავნამდე დარწმუნდით, რომ სრულყოფილად შეავსეთ თქვენი Youthtbilisi.ge-ს პროფილი.
აქტივობა ხორციელდება “საზაფხულო პროგრამები 2024-ის” ფარგლებში.
საზაფხულო პროგრამები თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით ყოველ ზაფხულს ტარდება და ათასობით ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ სპორტულ რეკრეაციულ აქტივობებში.
პროექტზე პასუხისმგებელი პირი : ლევან ნადირაძე
ტელ: 555527777
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი

ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი
see also

ეთნო-სპორტის ბანაკი "ოქროს აკვანი 2026"

შემეცნებითი ბანაკი "გზა წარმოსახვიდან- შემოქმედებამდე"

WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

WEX Intertnational camp in Georgia
.webp)
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ

WEX International camp in Georgia

ციფრული იმუნიტეტისა და თანამედროვე კომუნიკაციების სკოლა

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში

AI წიგნიერების ბანაკი 2.0

გარისობა / გადარჩენის ხელოვნება
