Jul 11
en_„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.  მას შემდეგ, რაც კომისიამ სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ის წინაპირობები განმარტა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა.

„ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის. დღეს გვქონდა კანდიდატის სტატუსის დაცვა და წარვუდგინეთ პრეზენტაცია aces europe-ის პრეზიდენტს და ასოციაციის გუნდს. მიუხედავად ასოციაციის მიერ დადგენილი პროცედურებისა, თბილისმა დღესვე მიიღო საბოლოო პასუხი და გახდა ევროპის 2025 წლის სპორტის ქალაქი. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა დედაქალაქში. პირველ რიგში, ეს არის შეცვლილი პოლიტიკა, ეს არის ძალიან ბევრი პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, აგრეთვე არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. რაც მთავარია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც თბილისის მერის ინიციატივაა და ძალიან სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე ხდება ამის აღიარება. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. მომავალ წელს, ორგანიზაციასთან ერთად ვგეგმავთ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას და გვაქვს სურვილი, რომ თბილისს ჰქონდეს უფრო აქტიური პარტნიორობა ევროპულ ქალაქებთან. პირველ რიგში, ეს არის ქალაქებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, საკონსულტაციო და საექსპერტო დახმარება, რომელსაც ორგანიზაცია გაუწევს ქალაქს ახალ პროგრამებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, უმთავრესი არის ჩვენი დედაქალაქის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სპორტის პოლიტიკის, ასევე, მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ. თბილისისთვის ეს პირველი განაცხადია ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად განმცხადებელი მხარე უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის მიერ მოწოდებულ 12 კრიტერიუმს.

ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორია. „ასოციაცია ყოველწლიურად ასახელებს „ევროპის სპორტის ქალაქს“.

don’t miss news
Subscribe to the Newsteller

see also

23 May 2024

Together for the Green Future

Tbilisi Sports and Youth Center celebrated Earth Day together with young people who care about the environment.

23 May 2024

Rafting Tours

Within the summer programs, about 1000 young people participated in the rafting tours completely free of charge.

23 May 2024

Summer Programs

About 4000 young people participated in the activities planned within the "Summer Programs 2023".

11 Jun 2024

Summer Programs 2024

Tbilisi City Hall with "Sports and Youth Center" announces wide-reaching summer programs

12 Jun 2024

Youthtbilisi.ge and Registration Guide for Summer Programs

If you are planning to register for summer programs, check out our guide to the registration process.