image
image
აგვ 5
დასრულებული
WEX Intertnational camp in Georgia
image
ა(ა)იპ მზაგზა
5 პროექტი
ორგანიზაციის ვებგვერდი
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
5 აგვისტო
08:00:00 - 23:00:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ბაკურიანი
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
240 დრო (საათი)

მაშ ასე!!!

ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ! ❤

თუ გინდა, რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში, მთელი დღე კომუნიკაცია გქონდეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მიიღო დამოუკიდებელი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, შეიძინო ახალი მეგობრები და დააგროვო დაუვიწყარი მოგონებები! - WEX -ში უნდა მოხვიდე ❤

WEX არის საერთაშორისო ინგლისურენოვანი ბანაკი საქართველოში, სადაც ბანაკელები შეისწავლიან:

* უცხო ენებს;

* განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს;

* ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში;

* იმუშავებენ მათთვის საინტერესო პროექტებზე;

* ბანაკის აქტივობები შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ და მონაწილეთა უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

* დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!

* ცხოვრება სასტუმროში "ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები!

* ბანაკელების ასაკი 13-დან 17 წლის ჩათვლით.

*სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

* ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს

პროგრამის ხანგრძლივობა:  8 დღე/7 ღამე

პროგრამის თარიღები:  I ნაკადი: 5-12.08.2025;  II ნაკადი :  12-19.08.2025

ბავშვები იცხოვრებენ 2-3-4 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.

* ოთახების დალაგება-დასუფთავება ყოველდღე. თეთრეულის შეცვლა ყოველ მე-5 დღეს;

* აქტივობები ინგლისურ ენაზე მთელი დღის განმავლობაში;

* საკანცელარიო ნივთები;

* სპორტული ინვენტარი

* კვება: 3-ჯერადი. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს - დაბალანსებული მენიუ;

* ლაშქრობები;

*სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;

*დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე(ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);

*ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი

* მაისურები კომპანიის ლოგოთი;

* «WEX International camp »-ის სერთიფიკატი;

*«WEX International camp »-ის დიპლომები;

* «WEX International camp »-ის მედლები;

* აქტივობები და ფაკულტატურები:

* პროფესიული მასტერკლასები;

* ფსიქოლოგის საათი

* ჟესტების(ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;

ექსკურსიების ჩამონათვალი:

* რაბათის ციხე (IX საუკუნე)

* მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე)

* ბორჯომის პარკი

ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 

დღის განრიგი:

08:00 – გაღვიძება;

08:30 - დილის ვარჯიში;

09:00 - საუზმე;

09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი);

10:30 - შესვენება;

10:45 – მეორე მეცადინეობა (საგნობრივი დისციპლინები);

11:45 -შესვენება;

12:00 - ფაკულტატურები;

14:00 - სადილი;

14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები);

‍️15:30 - ინტელექტუალური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები;

16:30 - თამაშები;

18:30 - თავისუფალი დრო

19:30 - ვახშამი;

20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;

21:00 - ფილმის ჩვენება;

22:30 - ძილი;

რეგისტრაცია:

16 წლიდან ახალგაზრდები რეგისტრირდებიან საიტის საშუალებით.

16 წლამდე ასაკის მოზარდების დარეგისტრირებისთვის საჭიროა მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე[email protected] მონაწილისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოგზავნა და სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSen4DLWWPSJtWOkws7a9TwZg_P0So7yq4YNU04PIDffYHLidQ/viewform 

წარმატებებს გისურვებთ!

პროექტზე პასუხისმგებელი პირი:
მარინე მიქაძე
ტელეფონი:
574404089
იმეილი:
[email protected]
ვიდეო გალერეა
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 17 ივნისი, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები
image
დასრულებული
image
WEX International camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
მაშ ასე ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ თუ გინდა რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში მთელი…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
საერთაშორისო ინგლისურენოვანი ტრენინგსკოლა ბაკურიანში8 დღე მხოლოდ ინგლისურადზამთრის ტრენინგსკოლა გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რ…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
WEX Intertnational camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
საერთაშორისო ინგლისურენოვანი ტრენინგსკოლა ბაკურიანში8 დღე მხოლოდ ინგლისურადზამთრის ტრენინგსკოლა გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რ…
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი

ასევე იხილეთ

image
დასრულებული
image
კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით 2024 წლის 1218 ივლისს თბილისის მაცხოვრებელი 1520 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
დებატების ზამთრის სკოლა 2026
დემოკრატიის ახალგაზრდული აკადემია
დებატების ზამთრის სკოლა 2026 გულისხმობს ინიციატივას რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ტრენინგ სესიებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე გაიუმჯობესებ…
დაბა წყნეთი, რუსთაველის ქუჩა №55
image
დასრულებული
image
ზამთრის კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით 2025 წლის 4დან 10 თებერვლამდე თბილისის მაცხოვრებელი 1722 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და განათლების ფონდისა და ააიპ ახა…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ზაფხულის კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით 2026 წლის 1925 ივლისს თბილისის მაცხოვრებელი 1517 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და…
დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
კარპეტერია
პროექტი წარმოადგენს 1 დღიანი ხალიჩის წარმოების მასტერკლასების სერიას რომელიც გაიმართება ყოველ შაბათკვირას 2 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 1000 საათიდ…
გოძიაშვილის III შესახვევი, 0159 თბილისი
image
დასრულებული
image
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი "სამაგიდო თამაშების სკოლა"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ 2026 წლის 2024 თებერვალს დაგეგმილია სამაგიდო თამაშების ზამთრის ახალგაზრდული სკოლა რომლის მიზანია ბორდგ…
დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
რობოტიკის ზამთრის ბანაკი
Საგანმანათლებლო რობოტიკის ასოციაცია
ექვსდღიანი ინტენსიური სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო ბანაკი 1217 წლის 30 თბილისელი მოსწავლისთვის რომელთაც არ აქვთ რობოტიკის მუშაობის გამოცდილება…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
პროექტის მართვის ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების პროექტის წერისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით 4 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდება პროექტის მ…
მისაქციელი
image
დასრულებული
image
ზამთრის ბანაკი
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
დავითიანნისა და სოციალური საწარმო კოდალას ერთობლივი პროექტის მოხალისეობა და პროფორიენტაცია გულისხმობს თემატურ შემოქმედებით ბანაკის მოწყობას მოსწავლეახ…
მანგლისი
image
დასრულებული
image
"German Speaking Club - გერმანული ენის სასაუბრო კლუბი"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თუ გსურს გაიუმჯობესო გერმანული ენის სასაუბრო უნარჩვევები არ გამოტოვო შესაძლებლობა ჩაერთოTSYCისGerman Speaking Clubში თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობი…
თბილისი
image
დასრულებული
image
ციფრული საზაფხულო ბანაკი
ედუსითი გეო
თბილისის მერიის მხარდაჭერით 2025 წლის 16 ივნისიდან 20 ივნისამდე ბორჯომში ტარდება ციფრული საზაფხულო ბანაკი რომელიც ორგანიზებულია სასწავლო ცენტრ ედუსითი…
ბორჯომი
image
დასრულებული
image
ხელოვნური ინტელექტის ბანაკი
რეედუქეითი განათლება
reeducate გიწვევს 5დღიან საგანმანათლებლო ბანაკში თელავში რომელიც ჩატარდება 37 ივლისს ბანაკის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულად ისწავლიან AI ინსტრუმ…
ქალაქი თელავი, უნივერსიტეტის ქუჩა N5ა