საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აგვ 26
მიმდინარე
WEX International camp in Georgia
ა(ა)იპ მზაგზა
1 პროექტი
ორგანიზაციის ვებგვერდი
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
26 აგვისტო
08:00:00 - 23:00:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
240 დრო (საათი)

მაშ ასე!!!

ახალი საზაფხულო თავგადასავლისთვის მოემზადეთ! ❤

თუ გინდა, რომ შეხვდე მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, იცხოვრო მულტიკულტურულ გარემოში, მთელი დღე კომუნიკაცია გქონდეს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, მიიღო დამოუკიდებელი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, შეიძინო ახალი მეგობრები და დააგროვო დაუვიწყარი მოგონებები! --- WEX -ში უნდა მოხვიდე <3

WEX არის საერთაშორისო ინგლისურენოვანი ბანაკი საქართველოში, სადაც ბანაკელები შეისწავლიან:

* უცხო ენებს;

* განივითარებენ საკომუნიკაციო უნარებს;

* ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში;

* იმუშავებენ მათთვის საინტერესო პროექტებზე;

* ბანაკის აქტივობები შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ და მონაწილეთა უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

* დასვენება, გართობა, სასაუბრო უცხო ენა ინტენსიური მეთოდით და აქტივობები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში!

* ცხოვრება სასტუმროში „ბაკურიანი რესორტი“ და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები!

* ბანაკელების ასაკი 6-დან 17 წლის ჩათვლით.

*სწავლების მეთოდი ეფუძნება ინგლისურ ენაზე აქტიურ კომუნიკაციას და უზრუნველყოფს სასაუბრო ენის სწრაფად და მარტივად დაუფლებას. მეცადინეობები და აქტივობები ტარდება სპეციალური პროგრამით მთელი დღის განმავლობაში.

* ბავშვები განაწილდებიან ჯგუფებში ენის ცოდნის დონის მიხედვით. დონე განისაზღვრება ტესტირების შედეგად, რომელიც ჩატარდება ბანაკში ჩასვლის დღეს

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 დღე/9 ღამე

ბავშვები იცხოვრებენ 2-3-4 ადგილიან ნომრებში. ყველა ნომერში არის სველი წერტილი.

* ოთახების დალაგება-დასუფთავება ყოველდღე. თეთრეულის შეცვლა ყოველ მე-5 დღეს;

* აქტივობები ინგლისურ ენაზე მთელი დღის განმავლობაში;

* საკანცელარიო ნივთები;

* სპორტული ინვენტარი

* კვება: 3-ჯერადი. ღორის ხორცი რაციონში არ არის. ყოველდღიურად მიირთმევენ კერძებს ხორცით ან თევზით, რძის პროდუქტს, ხილს და ბოსტნეულს, ნამცხვარს - დაბალანსებული მენიუ;

* ლაშქრობები;

*სხვადასხვა შეჯიბრი და კონკურსები;

*დაზღვევა საქართველოს ტერიტორიაზე(ბანაკის ნაკადის მიმდინარეობის პერიოდში);

*ტრანსფერი: თბილისი-ბაკურიანი-თბილისი

* მაისურები კომპანიის ლოგოთი;

* კომპანია «World Express »-ის სერთიფიკატი;

*კომპანია «World Express »-ის დიპლომები;

* კომპანია «World Express »-ის მედლები;

* აქტივობები და ფაკულტატურები:

* პროფესიული მასტერკლასები;

* ქართული ეროვნული ცეკვების შესწავლა;

* ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა;

* სამეჯლისო ცეკვების შესწავლა;

* იოგას კლუბი

* ჟესტების(ყრუ-მუნჯთა) საერთაშორისო ინგლისური ენის შესწავლა;

ექსკურსიების ჩამონათვალი:

* რაბათის ციხე (IX საუკუნე)

* მცხეთა, ჯვრის მონასტერი (VI საუკუნე)

* ბორჯომის პარკი

* ექსკურსიები გაიმართება ინგლისურ ენაზე. 6-7-8 წლის ბავშვები ექსკურსიაზე დაიშვებიან მხოლოდ ბორჯომის პარკში.

დღის განრიგი:

08:00 – გაღვიძება;

08:30 - დილის ვარჯიში;

09:00 - საუზმე;

09:30 - პირველი მეცადინეობა (სასაუბრო უნარები, კითხვა, გრამატიკა, სიტყვათა მარაგი);

10:30 - შესვენება;

10:45 – მეორე მეცადინეობა (საგნობრივი დისციპლინები);

11:45 -შესვენება;

12:00 - ფაკულტატურები;

14:00 - სადილი;

14:30 - მესამე მეცადინეობა (კომუნიკაციის უნარები);

‍️15:30 - ინტელექტუალური ღონისძიებები, სპორტული აქტივობები;

16:30 - თამაშები;

18:30 - თავისუფალი დრო

19:30 - ვახშამი;

20:00 - შეჯიბრი, კონკურსები, კრეატიული თამაშები, დისკოთეკა;

21:00 - ფილმის ჩვენება;

22:30 - ძილი;

რეგისტრაცია:

16 წლიდან ახალგაზრდები რეგისტრირდებიან საიტის საშუალებით.

16 წლამდე ასაკის მოზარდების დარეგისტრირებისთვის საჭიროა მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე[email protected] მონაწილისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოგზავნა და სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf2CnvLaR6f5fu4hek2OgQ2OSSwfok2vxrAKk8F7ovpDt-5_Q/viewform?vc=0&c=0&w=1&flr=0

წარმატებებს გისურვებთ!

ორგანიზაციის ხელმძღვანელი:
მარინე მიქაძე
ტელეფონი:
[email protected]
იმეილი:
[email protected]
ვიდეო გალერეა
WEX International camp in Georgia
ნახვა
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 აგვისტო, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები

ასევე იხილეთ

დასრულებული
WordPress პროგრამირების საზაფხულო სკოლა
Digital Creative Hub
გრ. რობაქიძის გამზირი, 1 კვარტალი, 3ბ კორპუსი
დასრულებული
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ვაკის პარკი
დასრულებული
კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
ბაკურიანი
დასრულებული
გარისობა / გადარჩენის ხელოვნება
გარისა
ალგეთის ეროვნული პარკი / თრიალეთის გეგმარებითი ეროვნული პარკი
მიმდინარე
ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ბაკურიანი
მიმდინარე
ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ბაკურიანი
დასრულებული
შემეცნებითი ბანაკი "გზა წარმოსახვიდან- შემოქმედებამდე"
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
დაბა ბაკურიანი
დასრულებული
ლაშქრობები "თბილისის გარშემო"
ლაშქრობა
მსხალდიდი-ნახშირგორა-წოდორეთი
დასრულებული
კარტინგი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ლისი ლემანსი
დასრულებული
ჯომარდობა მდინარე არაგვზე
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია
ფასანაური
დასრულებული
თეატრალური ბანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
ბაკურიანი