ივნ 4
"საზაფხულო პროგრამები 2025" იწყება!
ქალაქ თბილისის მერია ა(ა)იპ "სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად მასშტაბურ საზაფხულო პროგრამებს აანონსებს

ქ. თბილისის მერია "TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან" ერთად იწყებს მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით.


პროგრამა ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სპორტულ-რეკრეაციული აქტივობების შეთავაზებას. პროგრამაში 2 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.


პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 18-29 წლამდე ახალგაზრდებისათვის 4 ივნისის 12:00 საათიდან 15 ივნისის 23:59 საათამდე.

სასურველ აქტივობაში ჩართვისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და შექმნათ პირადი პროფილი ვებ-საიტზე youthtbilisi.ge. პროფილის სრულყოფის შემდეგ კი გვერდზე სახელწოდებით "პროექტები" შეარჩიოთ სასურველი აქტივობა, გაეცნოთ დეტალებს და გააგზავნოთ მონაწილეობის მოთხოვნა ღილაკზე "დარეგისტრირდი მონაწილედ" დაკლიკებით.

პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ, რეგისტრირებული ახალგაზრდები ინფორმაციას მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით. რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს სერვისით სარგებლობის თარიღს. 

Youthtbilisi.ge-ს პროფილის შექმნის შემდეგ სასურველ აქტივობებზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულებს:

 

ვრცლად პროგრამის შესახებ:
2025 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

1.    ჩოგბურთის კორტები  

საზაფხულო პროგრამა 2025-ის ფარგლებში ჩოგბურთის ცენტრის ვაკის პარკის კორტებით 200-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს.


აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებული პირები მიიღებენ 15 ივნისიდან 15 ივლისამდე, 09:00 - 19:00 საათის შუალედში ჩოგბურთის კორტით ერთჯერადად სარგებლობის შესაძლებლობას.


კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - 1 საათი.

რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს კორტით სარგებლობის თარიღს. პროგრამაში მეწყვილესთან ერთად ჩართვის შემთხვევაში აუცილებელია ორივე პირის რეგისტრაცია.

2.    ახალგაზრდული ბანაკები:

"ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ბანაკი" თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა – „საქპატენტი“ და თბილისის სპორტისა და ახალაგზრდული ცენტრის მიერ 2025 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე განხორციელდება.  ბანაკი ჯამში 40 აქტიურ ახალგაზრდას გააერთიანებს. 


ბანაკის მიზანია ხელოვნურ ინტელექტის ეპოქაში ამაღლდეს ახალგაზრდების ცოდნა-ცნობიერება კრეატიული პროდუქტის შექმნისა და დაცვის თაობაზე. 

ბანაკი 5 დღისა და 4 ღამის განმავლობაში გაგრძელდება, იგი დატვირთული იქნება როგორც საგანმანათლებლო ისე სპორტული აქტივობებით. 

ბანაკში ჩართვა შესაძლებელია 15-18 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. 



"პროექტის მართვის ბანაკი“ ახალგაზრდების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების, პროექტის წერისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით, 4 ივლისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდება. იგი ჯამში 40 აქტიურ ახალგაზრდას გააერთიანებს.


ბანაკი 5 დღისა და 4 ღამის განმავლობაში გაგრძელდება. იგი დატვირთული იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული აქტივობებით. ბანაკში ჩართვა შესაძლებელია 18-25 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. 

ბანაკებში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია ვებ-საიტზე Youthtbilisi.ge (ღილაკზე “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით) და 200 სიტყვიანი სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელ-ფოსტაზე: [email protected] (Subject line: სახელი გვარი პროექტის მართვის ბანაკი). 


რეგისტრაციისა და სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი 23:59 საათი. 


აქტივობაში ჩართვის მოთხოვნის დადასტურების/უარყოფის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტის მეშვეობით 27 ივნისის 23:59 საათამდე მიიღებენ.
შერჩეულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან და მიაწვდიან ტექნიკურ ინფორმაციას ბანაკთან დაკავშირებით.


3.    ჯომარდობა

#ჯომარდობა2025-ის ფარგლებში თბილისში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდები შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთონ ჯომარდობის აქტივობაში. მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ჯომარდობისათვის საჭირო ეკიპირება და რაც მთავარია კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

პროექტი განხორციელდება ოთხ ნაკადად: 14-15 და 21-22 ივნისს ფასანაურში, მდ. არაგვის პირას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივნისის 23:59 საათი. ახალგაზრდები ინფორმაციას პროექტის ტექნიკური დეტალების შესახებ მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით.

 

4.    პადელი

საზაფხულო პროგრამა 2025-ის ფარგლებში პადელით 800-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს.

აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა 15 ივნისიდან 15 ივლისამდე, 18:00 – 21:00 საათის შუალედში ერთჯერადად ისარგებლონ პადელის კორტით.

კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - 1 საათი.

რეგისტრირებულ ახალგაზრდებს პროგრამის წარმომადგენელი თავად დაეკონტაქტება და შესთავაზებს პადელით სარგებლობის თარიღს.

პროგრამაში მეწყვილესთან ერთად ჩართვის შემთხვევაში აუცილებელია ორივე პირის რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივნისის 23:59 საათი.


5.    ბოულინგი

საზაფხულო პროგრამა 2025-ის ფარგლებში ბოულინგით 1000-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს.

აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა 15 ივნისიდან 15 ივლისამდე, 18:00 – 22:00 საათის შუალედში ერთჯერადად ისარგებლონ ბოულინგის ვაუჩერით.

პროგრამაში მეწყვილესთან ერთად ჩართვის შემთხვევაში აუცილებელია ორივე პირის რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივნისის 23:59 საათი.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვიწვევთ #საზაფხულოპროგრამების ფეისბუქ ჯგუფში ბმულზე:  თბილისის მერიის "საზაფხულო პროგრამა" | Facebook

 

არ გამოტოვოთ სიახლე
გამოიწერე Newsteller

ასევე იხილეთ

23 მაი 2024

ერთად მწვანე მომავლისთვის

დედამიწის დღე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა გარემოზე მზრუნველ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა

23 მაი 2024

საჯომარდო ტურები

საზაფხულო პროგრამების ფარგლებში საჯომარდო ტურებით სრულიად უსასყიდლოდ 1000 -მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.

23 მაი 2024

საზაფხულო პროგრამები 2023

"საზაფხულო პროგრამები 2023“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 4000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

4 ივნ 2025

Youthtbilisi.ge და საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის გზამკვლევი

თუ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას გეგმავ, გაეცანი გზამკვლევს სარეგისტრაციო პროცესის შესახებ.

11 ივლ 2024

ევროპის სპორტის ქალაქი 2025 - თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

2025 წელს თბილისს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ექნება. ევროპულმა ორგანიზაციამ ACES Europe, რომლის კომისია საქართველოში იმყოფება, დღეს, სტატუსის მოსაპოვებლად გამართული პრეზენტაციის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.