
იან 15
ზამთრის ხელოვნური ინტელექტის ბანაკი
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2026 წლის 19 იანვრიდან - 21 იანვრამდე, სურამში ტარდება „ზამთრის ხელოვნური ინტელექტის ბანაკი“, რომელიც ორგანიზებულია სასწავლო ცენტრ ედუსითის მიერ და განკუთვნილია 13-18 წლის მოზარდებისთვის. 3-დღიანი ბანაკი გაიმართება სურამში კერძოდ "სასტუმრო სურამი"-ში და მასში მონაწილეობას მიიღებს სამოტივაციო წერილით შერჩეული 45 მოზარდი, რომელთაც საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ.
ბანაკის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის სამყარო და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ორიენტაციასა და სამომავლო კარიერულ განვითარებას.
ბანაკის დღის განრიგი ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ბალანსი სწავლასა და გართობას შორის — დილიდან დაგეგმილია ინტერაქციული ლექციები და შემეცნებითი აქტივობები ციფრულ პროფესიებზე, ხოლო დღის მეორე ნახევარი მიეძღვნება თამაშებს, სპორტულ ღონისძიებებს, გუნდურ ვორქშოფებსა და შემოქმედებით დავალებებს. ყოველი დღე სრულდება სახალისო აქტივობებით, რაც ხელს უწყობს მონაწილეთა გუნდურობას.
ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენება.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
დარეგისტრირდით შემდეგნაირად:
13-15 წლის მონაწილეებმა: გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ბმული https://forms.gle/a4vVaFatqoDpwe256
16-18 წლის მონაწილეებმა: გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე youthtbilisi.ge
ორგანიზაცის აქტივობები
.webp)
ციფრული საზაფხულო ბანაკი
ასევე იხილეთ

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში

კომიქსების დიზაინის კონკურსი "მეგობრობა ევროპაში"

ციფრული იმუნიტეტისა და თანამედროვე კომუნიკაციების სკოლა

შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, მოხალისეობა და მოკლევადიანი პროექტები

საზაფხულო რობოტიკის ბანაკი 2026, ბაკურიანში

ზამთრის STEAM ბანაკი

ინკლუზიური ცნობიერების ამაღლების ტრენინგები მომავალი მედიკოსებისთვის

"პროექტების მართვა''
.webp)
ჯომარდობა მდინარე არაგვზე

WEX International camp in Georgia

"ხელოვნების ახალგაზრდული საერთაშორისო არტ-ბანაკი“
