ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდული აკადემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დემოკრატიული პროცესების მიმართ დაინტერესებას, ასევე მათში ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, რომელიც აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ორგანიზაცია ცდილობს, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად დაგეგმოს და განახორციელოს ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია დებატების კულტურის განვითარებასთან, აკადემიური კვლევის უნარების გაუმჯობესებასთან და სხვ.