
Nov 18
"German Speaking Club - გერმანული ენის სასაუბრო კლუბი"
where and when?
about activity
თუ გსურს გაიუმჯობესო გერმანული ენის სასაუბრო უნარ-ჩვევები, არ გამოტოვო შესაძლებლობა ჩაერთო TSYC-ის German Speaking Club-ში!
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტზე: "German Speaking Club - გერმანული ენის სასაუბრო კლუბი", რომელიც 11 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს 18:00 - 19:00 საათებში ჩატარდება.
კლუბის მიზანია უცხოელი მოხალისეების ჩართულობით დაეხმაროს ახალგაზრდებს სასაუბრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, შექმნას წამახალისებელი ატმოსფერო გერმანული ენის პრაქტიკისათვის, პროცესში კი ხელი შეუწყოს მონაწილეთა შორის საინტერესო მსჯელობას სხვადასხვა საკითხის გარშემო.
German Speaking Club - ში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს.
სასაუბრო კლუბს გაუძღვებიან Erasmus + პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოხალისეები: Aiden Mones, Felicie Slama, Judit Finsterer, Luzia Voigt, Fynn Segner
პროექტი 11 ნოემბერს 18:00 საათზე გაცნობითი სესიით დაიწყება;
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი;
შეხვედრები ჩატარდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში;
პროექტის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, დასწრების 70% შემთხვევაში;
კლუბში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირება 8 ნოემბრის 23:59 საათმდე.
გისურვებთ წარმატებებს!
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
see also
.webp)
ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
.webp)
ზამთრის კინობანაკი

ზამთრის ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP

WEX International camp in Georgia
.webp)
ლაშქრობები "თბილისის გარშემო 2026"
.webp)
ციფრული საზაფხულო ბანაკი

ზამთრის ბანაკი
.webp)
ზაფხულის კინობანაკი

სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში
.webp)
ზაფხულის კინობანაკი

კინობანაკი
