სპორტული ცენტრი იმედი
ზოგადი ინფორმაცია
ტელეფონის ნომერი
599477293
ვებგვერდი
იმეილი
[email protected]
სოციალური მედია
ჩემს შესახებ

სპორტული ცენტრი „იმედი“  TSYC-ს სტრუქტურული ერთეულია, რომელიც აერთიანებს საცურაო აუზსა და საფეხბურთო მოედანს. იგი მდებარეობს მწვანე სივრცეში. ცენტრის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში დანერგოს ჯანსაღი ცხოვრების წესი სპორტული აქტივობების შეთავაზების გზით. 
ჩვენი ცენტრი საცურაო აუზზე დღის განმავლობაში მომსახურეობას უწევს 90-მდე კმაყოფილ ბენეფიციარს. ადგილზე დაგხვდებათ სერთიფიცირებული, გამოცდილი ცურვის მწვრთნელები.

„იმედის“ ცენტრი ფლობს ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს, რომელიც განკუთვნილია 6 წლიდან 11 წლამდე ბავშვებისათვის. გუნდებს ხელმძღვანელობენ გამოცდილი მწვრთნელები.

საფეხბურთო მოედანი, ზომით 42მ/25მ.-ზე, აღჭურვილია დახურული ტრიბუნით და განათების სისტემით. ცენტრი, ასაკობრივი ზღვარის შეუზღუდავად, უზრუნველყოფს დედაქალაქის მაცხოვრებლების ჩართულობას სპორტულ აქტივობებში, როგორიცაა სასკოლო ჩემპიონატები, სხვადასხვა კომპანიების შიდა ტურნირები, საუნივერსიტეტო და ზოგადად სამოყვარულო თამაშები. 

 

იმედი გთავაზობთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილ შემდეგ სერვისებს:

ცურვის შემსწავლელი კურსი
• ასაკობრივი ზღვარი: 5-13 წელი
• კვირაში 3 გაკვეთილი 
• გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი
• სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 15:00 საათიდან 20:00 საათამდე

ფეხბურთის გაკვეთილები
• ასაკობრივი ზღვარი: 5-13 წელი
• კვირაში 3 გაკვეთილი 
• გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი
• სამუშაო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 16:00 საათიდან  19:00 საათამდე.
სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 19:00 საათიდან 21:30 საათამდე.

ფეხბურთისა და ცურვის გაკვეთილებზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 599477293


საფეხბურთო მოედნის დაჯავშნა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან

სამუშაო საათები
12:00-20:00
მისამართი
გიორგი ცაბაძის N4
გვიპოვე რუკაზე
გალერია
სერვისები
* უამინდობის გამო სერვისით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ჯავშნის დროის ცვლილება. ვებ-საიტით განხორციელებულ ჯავშანზე თანხის დაბრუნება არ ხდება, შესაძლბელია ჯავშანის დროის შეცვლა. აღნიშნულისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის ცენტრს.