საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წესები და პირობები


ბოლო განახლება: 17 ივნისი, 2024

წინამდებარე წესები და პირობები აღწერს ჩვენს, ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის" ვებგვერდის, Youthtbilisi.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პროცედურებს თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სერვისს და გაცნობთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს და თუ რა გზებით გიცავთ კანონი.

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სერვისის უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.

 

ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისთვის:

ა) პროფილი - უნიკალური ანგარიში, რომელიც თქვენ შექმენით ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციის შედეგად ჩვენს სერვისზე წვდომისთვის;

ბ) ვებგვერდი- Youthtbilisi.ge;

გ) პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

დ) მოხალისე- ფიზიკური პირი, რომელმაც ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიარა და შექმნილი აქვს პროფილი;

ე) სერვისი- ვებგვერდის ფარგლებში მოქმედება: დარეგისტრირების შესაძლებლობა, პროფილის შექმნის შესაძლებლობა და ამ გზით პარტნიორ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათ პროექტებში ჩართვა;

ვ) ჩვენ- ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი" ;

ზ) თქვენ -  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს წვდომა ან იყენებს ვებგვერდის მიერ შემოთავაზებულ სერვისს;

თ) პარტნიორი ორგანიზაციები- ორგანიზაციები, რომლებიც აგრეთვე რეგისტრირდებიან ვებგვერდზე. პარტნიორი ორგანიზაციები მათ მიერ ვებგვერდზე განთავსებულ პროექტში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური პირებიდან, რომლებიც ვებგვერდზე დარეგისტრირებულები არიან და აქვთ პროექტში ჩართვის განაცხადი გაგზავნილი, შეარჩევენ შესაფერის კანდიდატებს.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება

მონაცემები რომლებსაც ვაგროვებთ:

პერსონალური მონაცემები

ჩვენი სერვისით სარგებლობისას შეიძლება მოგთხოვოთ მოგვაწოდოთ გარკვეული პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან იდენტიფიცირებისთვის. ასეთი ინფორმაციაა:

  • სახელი და გვარი;

  • დაბადების თარიღი;

  • პირადი ნომერი;

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  • ტელეფონის ნომერი;

  • მისამართი;

  • ინფორმაცია სამუშაო ადგილისა და განათლების შესახებ;

  • ინფორმაცია თქვენი სხვა უნარების შესახებ, რომლებიც პარტნიორ ორგანიზაციებს დაეხმარება შესაბამისი კანდიდატურის შერჩევაში;

  • თქვენი IP მისამართი; ბრაუზერის ტიპი და ენა; შესვლის დრო; ინფორმაცია დაფიქსირებული უკმაყოფილების შესახებ; ინფორმაცია, როგორ ისურვებდით ჩვენთან ინტერაქციას და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების მიზნები

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენი ანგარიშის მართვისთვის: რეგისტრაციის მართვისთვის, რადგან თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს შეუძლია მოგცეთ წვდომა სხვადასხვა სერვისთან, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე მოხდება თქვენი დაკავშირება პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც აგრეთვე დარეგისტრირებულები იქნებიან ვებგვერდზე;
  • ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვების აუცილებლობა, როგორებიცაა სახელი, გვარი და პირადი ნომერი, გამოწვეულია თქვენი იდენტიფიცირების მიზნით;
  • დაბადების თარიღის მითითება აუცილებელია მოხალისის ასაკის დასადგენად,  ვინაიდან პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ვებგვერდზე განთავსებული სხვადასხვა პროექტი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის გათვლილი;
  • მოხალისესთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარებით ან SMS შეტყობინებით მოხალისესთან დასაკავშირებლად;
  • ჩვენთან დაფიქსირებული თქვენი მოთხოვნების მართვის მიზნით;
  • ჩვენი ვებგვერდის მართვისა და გაუმჯობესების მიზნით;
  • სხვა მიზნებისთვის: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირება, ჩვენი ვებგვერდის მუშაობის ეფექტურობის დადგენა და ჩვენი სერვისის, პროდუქტების, და თქვენი გამოცდილების შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა

ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავება წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა არ განხორციელდება სხვა ორგანიზაციაზე, თუ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი, მათ შორის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები.

ვებგვერდზე თქვენი პროფილი გამჭვირვალეა ვებგვერდზე შესული სხვა პირებისთვის. ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის საფუძვლიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი მონაცემები:

1. მესამე პირებს, თქვენი თანხმობის შესაბამისად (იგულისხმება ცალკე თანხმობა და არა რეგისტრაციის პროცესში გაცემული თანხმობა);

2. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რადგან თქვენი მონაცემების ხილვადობა მათთვის აუცილებელია თქვენ მიერ პროექტში მონაწილეობის მისაღებად;

3. ვებგვერდზე რეგისტრირებულ სხვა მოხალისეებს.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები

როგორ მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს:

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან, კერძოდ:

1. როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე, ქმნით თქვენს პროფილს და იყენებთ ჩვენს მომსახურებას;

2. თქვენთან სატელეფონო კომუნიკაციისას;

3. როდესაც გვიგზავნით წერილებს;

4. საჯარო წყაროებიდან.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ და რა მიზნით. აგრეთვე, მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. რომელიმე ზემოხსენებული მოქმედების განსახორციელებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის შესრულებას 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

თანხმობის გამოხმობის უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

 

კანონმდებლობით შებოჭვა

გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ შეიძლება მოგვეთხოვოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.

 

არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები

ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირება და პროფილის შექმნა შეუძლიათ 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებს. ჩვენი სერვისით სარგებლობა არ მოიცავს 16 წლამდე არასრულწლოვნებს, შესაბამისად, 16 წლამდე არასწრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვება არ ხდება. თუკი თქვენ ხართ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი 16 წლამდე არასრულწლოვნის და ფლობთ ინფორმაციას  მის მიერ ჩვენთვის პერსონალური მონაცემების თქვენი თანხმობის გარეშე გამჟღავნების შესახებ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს აღნიშნული მონაცემების წასაშლელად ჩვენი ვებგვერდიდან.

 

ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში

ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ვებგვერდის წესები და პირობები. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ გვერდზე ახალი წესებისა და პირობების გამოქვეყნებით.ბოლო განახლების თარიღი ეწერება წინამდებარე დოკუმენტის დასაწყისში.

 

კონტაქტი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ვებგვერდის წესებთან და პირობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

მეილზე: [email protected]