
Nov 9
"პროექტების მართვა''
where and when?
about activity
📣 ტრენინგები თემაზე "პროექტების მართვა''
გაქვს იდეა, რომლის განხორციელებაც გსურს, თუმცა არ იცი, საიდან დაიწყო? გინდა ისწავლო, როგორ დაგეგმო პროექტი, ჩამოაყალიბო მიზნები და მოამზადო საპროექტო განაცხადი?
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს გთავაზობთ ტრენინგებს თემაზე "პროექტების მართვა“, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, გაიღრმაო ცოდნა, განივითარო პრაქტიკული უნარები და გაეცნო პროექტის შექმნისა და განხორციელების ძირითად ეტაპებს.
რას ისწავლი ტრენინგის ფარგლებში?
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ საჭიროებათა იდენტიფიცირება, პროექტის მიზნის სწორად ფორმულირება, საპროექტო განაცხადის შევსება და პროექტის გუნდის ჩამოყალიბება. ასევე, გაეცნობიან იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც აუცილებელია პროექტის პოტენციური დამფინანსებლისთვის წარსადგენად.
ტრენინგი დაეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაიაზრონ პროექტის დაგეგმვის პროცესი, ისწავლონ იდეების სტრუქტურირება და შეიძინონ ცოდნა, რომელიც მათ სამომავლო საგანმანათლებლო, პროფესიულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში გამოადგებათ.
თარიღები: 9 ნოემბერი – 3 დეკემბერი, 2026 წელი
დღეები: ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს
დრო: 18:30–20:30
ადგილი: თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის სათავო ოფისი
თემა: "პროექტების მართვა“
ტრენერი: ანა სარიშვილი
ვის შეუძლია მონაწილეობა?
18-29 წლის თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი, 23:59 საათი.
ადგილები შეზღუდულია! მხოლოდ შერჩეულ ახალგაზრდებს დაუკავშირდებიან ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს "დარეგისტრირდი მონაწილედ."
არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან - განავითარე შენი იდეები და შეიძინე პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები!
organization_activities

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

კარტინგი

ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
see also

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის
.webp)
ზამთრის კინობანაკი
.webp)
მობილური ვიდეოგრაფიისა და ვიდეო მონტაჟის ზამთრის სკოლა

ხალიჩების წარმოების მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP

შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები

გაიარე 100%-ით დაფინანსებული გაყიდვების და სწორი კომუნიკაციის კურსი ფოსტერ აკადემიაში.

ზამთრის ბანაკი
.webp)
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ
.webp)
Leadership in English camp

AI წიგნიერების სკოლა
