.webp)
ივლ 19
ზაფხულის კინობანაკი
სად და როდის?
აქტივობის ხანგრძლივობა
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით, 2026 წლის 19-25 ივლისს, თბილისის მაცხოვრებელი 15-17 წლის ახალგაზრდებისთვის, კულტურის და განათლების ფონდის მიერ ტარდება "ზაფხულის კინობანაკი“.
6 დღიანი ბანაკი დაბა ბაკურიანში ჩატარდება და მასში მონაწილეობას კონკურსის საფუძველზე შერჩეული 30 ახალგაზრდა მიიღებს. პროფესიონალი კინომცოდნის მიერ ჩატარებული ლექციები შეეხება კინოენის ევოლუციას, კინოს ჟანრებსა და მათ ძირითად მახასიათებლებს ფილმში, საავტორო და მეინსტრიმული კინოს ურთიერშეპირისპირებას, მონტაჟის ძირითად სახეებს, ფერის დანიშნულებას კინოში, კადრის გამომსახველობას, საოპერატორო ხელოვნებას და სხვ.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია კინოჩვენებების შემდგომი, მოდერირებული დისკუსიები და ვორქშოფები, რომელთა საშუალებითაც მონაწილეებს განუვითარდებათ კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარები.
პროექტი სრულად დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
16 წლამდე ასაკის პირებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://wkf.ms/4dMNRuA
გთხოვთ, სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი https://wkf.ms/4dMNRuA
ბანაკის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
ორგანიზაცის აქტივობები

კინობანაკი

თეატრალური ბანაკი

ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობა"
ასევე იხილეთ

ბოულინგი

ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე

ხელოვნური ინტელექტის ბანაკი

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)

“კულტურა საზღვრებს მიღმა: საქართველო და იტალია” 🇬🇪🤝🇮🇹

ახალგაზრდა მეწარმეთა საზაფხულო ბანაკი

"ეკო-რენესანსი“

საზაფხულო ბანაკი GLOBAL LEADERSHIP CAMP

WEX Intertnational camp in Georgia

AI წიგნიერების სკოლა

ციფრული იმუნიტეტისა და თანამედროვე კომუნიკაციების სკოლა
