image
image
ივნ 13
დასრულებული
ინგლისურენოვანი ბანაკი - SpeakUp English Camp 2026
სად და როდის?
განხორციელების თარიღი
13 ივნისი
09:00:00 - 23:00:00
იხილე მეტი
ლოკაცია
ცემი, მთის კურორტი "განთიადი"
გვიპოვე რუკაზე
აქტივობის ხანგრძლივობა
84 დრო (საათი)

სფიქაფის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი ცემში 2026

 

საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი SpeakUp English Camp შექმნილია იმისთვის, რომ მოზარდებმა ინგლისური ენა რეალურ, უცხოენოვან გარემოში გააუმჯობესონ, სრულად წარმოაჩინონ

 

საკუთარი ცოდნა და საბოლოოდ გადალახონ საუბრის ბარიერი.

7-დღიანი ინტენსიური, სახალისო და ინტერაქციული ვორქშოფების მეშვეობით მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დავალებებში, რაც მათ დაეხმარება გახდნენ უფრო თავდაჯერებული და თავისუფალი კომუნიკატორები.

 

რა არის საზაფხულო ბანაკის მიზანი?

 

სფიქაფის საზაფხულო ბანაკის მიზანი არამხოლოდ ენობრივი განვითარება არის, არამედ ჩვენ მოზარდებს ვთავაზობთ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ხშირად ვერ უზრუნველყოფს არსებული (უკვე მოძველებული) საგანმანათლებლო სისტემა — საჯარო თუ კერძო სკოლაში.

ბანაკის პროგრამა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაზე.

 

მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მონაწილეები გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მმართველობით და პიროვნულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება პროფესიის სწორად შერჩევაში, მომავალში დასაქმების ბაზარზე წარმატებით შესვლასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

 

ვისთვის არის საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი?

 

საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია შეუძლიათ 14-17 წლის მოზარდებს, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე (A2-B1) და მზად არიან ბანაკის პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე, რომლის მიზანია თითოეული კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის ზუსტი დონის განსაზღვრა და შესაბამის ჯგუფში გადანაწილება, რათა თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

 

ბანაკში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — პროგრამა გათვლილია მაქსიმუმ 80-100 სტუდენტზე, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ეფექტურ სასწავლო პროცესს.

 

რას ვისწავლით პროექტის ფარგლებში?

 

პროექტის ხანგრძლივობაა 7 დღე — თითოეული დღე დეტალურად, სტრუქტურულად და მიზნობრივად არის დაგეგმილი, კონკრეტული სასწავლო და განვითარების ამოცანებით. პროგრამა აგებულია ისე, რომ ყოველ დღეს ჰქონდეს საკუთარი თემა, ფოკუსი და შედეგი, რაც მონაწილეებს ეტაპობრივად მიიყვანს უფრო მაღალ ენობრივ და პიროვნულ დონემდე.

 

ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილების გარდა, დღის განრიგი დატვირთულია მრავალფეროვანი და დინამიკური აქტივობებით: ენერჯაიზერები და აისბრეიკერები, თემატური დისკუსიები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციური ქეისები, გუნდური გამოწვევები, პროექტებზე მუშაობა, კრეატიული პრეზენტაციები, ფილმების ჩვენება და შემდგომი ანალიზი, საჯარო გამოსვლების პრაქტიკა, ვიქტორინები, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები.

 

მონაწილეები იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდებში, განავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარს, ეფექტურ კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ გამოყენებას — მონაწილეები ყოველდღიურად გამოიყენებენ ინგლისურ ენას რეალურ და ინტერაქციულ გარემოში.

 

გარდა ამისა, დაგეგმილია მრავალფეროვანი, ინტერაქციული ტრენინგები და ვორქშოფები სრულად ინგლისურ ენაზე, რომლებიც მოიცავს დებატებს, ქეისების განხილვას, სიმულაციურ თამაშებს, კრეატიულ პროექტებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მონაწილემ არა მხოლოდ გაიუმჯობესოს ენობრივი უნარები, არამედ შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მომავალში წარმატებული და თავდაჯერებული ლიდერის ჩამოყალიბებაში.

 

პროექტის განმავლობაში ჩვენ სრულად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო სასწავლო მასალას, სამუშაო რვეულებს, ვიზუალურ და ციფრულ რესურსებს, პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობასა და დამატებით საგანმანათლებლო მასალებს, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს ხარისხიანი, სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება.

 

რა არის მოსწავლის მხრიდან საჭირო, ბანაკში წამოსასვლელად?

 

ბანაკში მონაწილეობისათვის მოსწავლის მხრიდან საჭიროა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთები და შესაბამისი რაოდენობის ტანსაცმელი, გათვლილი 7-დღიან ვიზიტზე და ამინდის პირობებზე. ივნისში მთის კურორტ განთიადში, საღამოს საკმაოდ გრილა. აუცილებელია თბილი ტანსაცმელიც.

 

მონაწილემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა.

 

 

როგორია ბანაკში კვება?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია სამჯერადი ჯანსაღი კვება, რომელიც მზადდება ჰასპის (HACCP) სტანდარტების შესაბამისად. მენიუში წარმოდგენილია ბოსტნეული, ხილი, ხორცეული, რძის ნაწარმი, თევზი და სხვა სასარგებლო პროდუქტები, ასევე ნატურალური წვენები. კვების სისტემა შემუშავებულია ისე, რომ სრულად აკმაყოფილებდეს ბავშვების კვებით საჭიროებებს და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას

 

რამდენად უსაფრთხოა ბანაკის გარემო?

 

ბანაკში უზრუნველყოფილია მაქსიმალურად უსაფრთხო, შემოსაზღვრული და კონტროლირებადი გარემო. მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში ჰყავთ პასუხისმგებელი მეთვალყურეები.

 

ბანაკში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი. მთელი პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს საჭიროებისამებრ დაეხმარება კვალიფიცირებული სამედიცინო წარმომადგენელი, რომელიც მზად იქნება სწრაფი და უსაფრთხო დახმარება გაუწიოს ბანაკის მონაწილეებს.

ბანაკის ტერიტორია დაცულია და ყველა აქტივობა მიმდინარეობს კონტროლირებად სივრცეში, რაც უზრუნველყოფს რომ ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ.

 

ჩვენი გუნდის პრიორიტეტი თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

 

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://speakup.ge/english-camp-2026/

___

რეგისტრაციის სარეზერვო ბმული:

🔗 t.ly/QJEFk

 

 

 

 

პროექტზე პასუხისმგებელი პირი:
სიმონ ორმოცაძე
ტელეფონი:
574744040
იმეილი:
[email protected]
ვიდეო გალერეა
image
ბანაკის პრომო ვიდეო
ნახვა
აქტივობაში ჩართვა
შეატყობინე განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომ სურვილი გაქვს მიიღო მონაწილეობა აქტივობაში. მონაწილედ რეგისტრაციისას შენ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ბენეფიციარის ამპლუაში. მოხალისედ რეგისტარციისას კი შენ გამოხატავ მზაობას ჩაერთო პროექტის საორგანიზაციო საქმიანობაში. შესაბამის ღილაკზე დაკლიკებით შენი პროფილი გადაეგზავნება პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტში შენს მონაწილეობაზე პასუხს და მიმდინარე რეგისტრაციის მართვას, კი პირადი პროფილიდან შეძლებ
რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 ივნისი, 00:00
ორგანიზაცის აქტივობები

ასევე იხილეთ

image
დასრულებული
image
შესაძლებლობები უცხოეთში: სწავლა, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ საინფორმაციო შეხვედრების სერიას შესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტები პირველი შეხვედ…
თბილისი
image
დასრულებული
image
დედამიწა შენს ფერებში
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი იწყებს ილუსტრაციების კონკურსს დედამიწა შენს ფერებში კონკურსის მიზანია გლობალურეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავში…
თბილისი
image
დასრულებული
image
ლაშქრობები "თბილისის გარშემო 2026"
ლაშქრობა
ლაშქრობები თბილისის გარშემო 2026 აღმოაჩინეთ თბილისთან ახლოს მდებარე ლანდშაპტები საზაფხულო პროგრამები 2026ის ფარგლებში ლაშქრობები თბილისის გარშემო 4 ორ…
თბილისის გარშემო არსებული სალაშქრო მიმართულებები
image
დასრულებული
image
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "ემოციური ინტელექტი"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში ემოციური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით 2026 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის შუალედში ჩატარდ…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ზაფხულის კინობანაკი
კულტურის და განათლების ფონდი
თბილისის მერიის მხარდაჭერით და ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით 2026 წლის 1925 ივლისს თბილისის მაცხოვრებელი 1517 წლის ახალგაზრდებისთვის კულტურის და…
დაბა ბაკურიანი
image
დასრულებული
image
საზაფხულო ბანაკი ლიდერობა და პროფორიენტაცია
ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი
დავითიანნის არაფორმალური განათლების პროგრამაში ჩართულ ქ თბილისის 25 საჯარო სკოლის მოსწავლეახალგაზრდებში პროფესიული სწავლების მიმართ ინტერესის გაზრდისა…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების მიზნით 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის შუალედში ჩატარდება ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი რომელიც აქტიურ…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ზაფხულის STEAM ბანაკი
ინოვაციების ასოციაცია
ააიპ ინოვაციების ასოციაციის ინიციატივით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურ…
ბაკურიანი
image
დასრულებული
image
ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამართალზე
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო გიწვევთ ზამთრის სამართლის საერთაშორისო სკოლის მეხუთე გამოცემაზე საერთაშორისო მიგრაციისა და ლტოლვილთა სამ…
თბილისი
image
დასრულებული
image
შესაძლებლობები უცხოეთში: საერთაშორისო მოხალისეობის, მოკლევადიანი პროექტების და საპროექტო გრანტების შესახებ
ევროდესკ საქართველო
Eurodesk Georgia გთავაზობთ საინფორმაციო შეხვედრასშესაძლებლობები უცხოეთში სწავლა სტაჟირება მოხალისეობა მონაწილეობა და გრანტები შეხვედრა შედგება 5 თებერ…
თბილისი
image
დასრულებული
image
ბოულინგი
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
საზაფხულო პროგრამა 2025ის ფარგლებში ბოულინგით 1000ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს აქტივობაში ჩართვის შემთხვევაში რეგისტრირებულ პირებს ექნებათ შესაძლებლ…
თბილისი
image
დასრულებული
image
ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი - "მართვის ფსიქოლოგია"
ა(ა)იპ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი
ახალგაზრდებში ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2025 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის შუალედში ჩატარდება ზამთრის ახალგა…
ბაკურიანი