ევროდესკი

„ევროდესკი“ არის Erasmus+ - ის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც 38 ქვეყანის ჩართულობით ქმნის 39 საინფორმაციო ცენტრის ქსელს.  ევროდესკი ამაღლებს ცნობიერებას ევროპული შესაძლებლობების შესახებ და ეხმარება ახალგაზრდებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები. „ევროდესკი“ აერთიანებს 3000-ზე მეტ მულტიფლაიერსა და ელჩს, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონულ ან ადგილობრივ ორგანიზაციებს, მუშაობენ ახალგაზრდებთან და აწვდიან მათ ინფორმაციას  Erasmus+ -ისა და ევროკავშირის სხვა პროგრამებზე. 

2021 წლიდან საქართველო გახდა „ევროდესკის” წევრი ქვეყანა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური კოორდინირებას უწევს საქართველოში „ევროდესკს“ “თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრთან” მჭიდრო თანამშრომლობით.

გაიგე მეტი ვებ-საიტზე Eurodesk.ge

გადმოწერე Youthcard-ის აპლიკაცია
გალერია