shutterstock_155347391_1
2020-03-07
07 მარტი
ინკლუზიური კარიერული ფორუმი
თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით მიმდინარე წლის 7 მარტს, ახალგაზრდულმა ასოციაცია „დრონიმ“ სტუდენტურ ინიციატივა „ამოიცანი შესაძლებლობასთან“ ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კარიერული ფორუმი ჩაატარა. ღონისძიებას 100-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაესწრო. ფორუმი საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა გახსნა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორმა კახა აბულაძემ და ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ პრეზიდენტმა გიორგი კიკალიშვილმა. ფორუმის პირველი ნაწილი უცხოური საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. რის შემდეგაც არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო პანელური დისკუსია საქართველოში შშმ პირების დასაქმების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ, ყრუთა კავშირის, დასაქმების სააგენტოს, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტის, სოციალური საწარმოს "ბაბალე" წარმომადგენლები, სესიას კი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი ესმა გუმბერიძე უძღვებოდა . ფორუმის მეორე ნაწილი შშმ პირების პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრას დაეთმო. ღონისძიების მხარდაჭერებს თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებისთან ერთად ფრანგული ინსტიტუტისა და სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდნენ.

სიახლის ფოტო გალერეა